|
2022-08-10 14:09:36, 1358 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო სარდლობა - სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების შედეგად, ოკუპანტების 9 თვითმფრინავი განადგურდა
რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში გუშინ, საკის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც ოკუპანტების 9 თვითმფრინავი განადგურდა,- აღნიშნულის შესახებ ინფრომაციას უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალები ავრცელებს. „საკი! მინუს ოკუპანტების 9 თვითმფრინავი", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ყირიმში გუშინ ნოვოფედოროვკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკს და საბრძოლო მასალის საცავებს გაუჩნდა. მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა. ამასთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყირიმში აფეთქებების მიზეზი საბრძოლო მასალის აფეთქება გახდა. უკრაინის თავდაცვის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი ვერ დაადგინეს , თუმცა მოწინააღმდეგეებს კიდევ ერთხელ ურჩიეს, დაეცვათ სახანძრო უსაფრთხოების წესები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)