12:49 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 22:47:33, 1298 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალები - თურქეთისგან 50 ჯავშანტრანსპორტიორი მივიღეთ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 50 თურქული ჯავშანტრანსპორტი მიიღო,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა ჯგუფმა „კახოვკამ“ განაცხადა.

მათი თქმით, მთელ მსოფლიოს უნდა, რომ უკრაინამ დაამარცხოს სასტიკი მტერი.

„ჩვენს ჯარისკაცებს მხარს უჭერენ უცხოელი პარტნიორები. მთელ მსოფლიოს უნდა, რომ უკრაინამ დაამარცხოს სასტიკი მტერი. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი თურქული ჯავშანტრანსპორტი BMC Kirpi გადაეცა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics