|
2022-08-09 15:55:25, 784 ნახვა
პოლიტიკა
Foreign Policy - მმართველი პარტიის პირობებში საქართველო დასავლეთის მყარი მოკავშირეობიდან ანტაგონისტურ პრო-რუსულ რეჟიმად გადაიქცა
ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შანსები ქრება. - ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy-ს (FP) სტატიაში ვკითხულობთ, რომელიც მომზადდა საქართველოს საგარეო კურსზე. სტატიის ავტორის, უილ კატკარტის თქმით, ქვეყანა დასავლეთის მყარი მოკავშირეობიდან ანტაგონისტურ პრო-რუსულ რეჟიმად გადაიქცა. "ქართული ოცნების თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმა უკანასკნელი ნიშანია, რომ ქვეყანა დასავლეთის მყარი მოკავშირეობიდან ანტაგონისტურ პრო-რუსულ რეჟიმად გადაიქცა, რაც ძირს უთხრის მის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს". - ნათქვამია სტატიაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)