|
2022-08-05 10:41:13, 1034 ნახვა
მსოფლიო
11 ბალისტიკური რაკეტა ტაივანის სიახლოვეს - ჩინეთის სამხედრო წვრთნები გრძელდება
ჩინეთმა გამოიწვია დაძაბულობა მთელს აზიაში მას შემდეგ, რაც დაიწყო უზარმაზარი სამხედრო წვრთნები ჰაერსა და ზღვებში ტაივანის გარშემო , მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების გასროლა კუნძულთან ახლოს, რომელთა ნაწილი იაპონიის წყლებში დაეშვა. ძალის ამგვარმა დემონსტრირებამ შეაფერხა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ლოჯისტიკური და საფრენი სივრცე. წვრთნები, რომელიც მოიცავდა რაკეტებს, თავდასხმის შვეულმფრენებს და შეიარაღებულ ხომალდებს, მოეწყო აშშ-ის პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდ . პეკინი ამტკიცებს, რომ ტაივანი მის შემადგენლობაშია და ძალის გამოყენებით იმუქრება. ხუთშაბათის წვრთნები ტაივანთან უპრეცედენტო სიახლოვეს იყო და მოიცავდა PLA-ს საბრძოლო თვითმფრინავების და საზღვაო გემების შეჭრას ტაივანის სრუტის შუა ხაზის გასწვრივ - არაოფიციალური საზღვარი ჩინეთსა და ტაივანს შორის. იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნების დროს ჩინეთის მიერ გაშვებული 11 Dongfeng ბალისტიკური რაკეტიდან სულ მცირე ხუთი ჩავარდა მის ეკონომიკურ ზონაში. უცხოეთის მთავრობებმა , მათ შორის G7-მა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციამ (ASEAN) დაგმეს საომარი მოქმედებები და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს. წვრთნები, რომლებიც კვირამდე გაგრძელდება, ხუთშაბათს ადგილობრივი დროით შუადღისას დაიწყო, ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმა CCTV-მ გამოაცხადა "მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნების" დაწყება. "ჩავატარეთ დისტანციური სროლის წვრთნა ტაივანის სრუტეში, მათ შორის ზუსტი დარტყმები აღმოსავლეთ ნაწილში კონკრეტულ უბნებზე მოსალოდნელი შედეგები იქნა მიღწეული,"- განაცხადა სახალხო განმათავისუფლებელი არმიის სარდლობამ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს, ადგილობრივი დროით გვიან საღამოს ჩავიდა. თვითმფრინავის დაფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პელოსის მოგზაურობას „ჩინეთის პოლიტიკის სერიოზულ დარღვევა" უწოდა, რომელიც ჩინეთის სუვერენიტეტს არღვევდა, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას. მათივე თქმით, ეს ტაივანის სრუტეში და „არასწორ სიგნალებს" აგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობის" მხარდამჭერებისთვის.
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)