|
2022-08-01 13:58:45, 1075 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - მოვუწოდებთ საზოგადოებასა და ბიზნესებს, გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს
ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს გამოაგდო ადამიანები პირდაპირ სასტუმროებიდან და სახლებიდან. დასრულდა პროგრამა, რამდენიმეთვიანი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ,- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხოშტარია მოუწოდებს საზოგადოებს, ბიზნესს და ყველას, ვისაც დახმარების საშუალება აქვს, რო საქართველოში მყოფ უკრაინელ დევნილებს დაეხმარონ და ქუჩაში არ დატოვონ. "რუსეთი აგრძელებს კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენას და იქიდანა დამიანები იძულებით მოდიან საქართველოში. ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს გამოაგდო ადამიანები პირდაპირ სასტუმროებიდან და სახლებიდან. დასრულდა პროგრამა, რამდენიმეთვიანი, სადაც ადამიანებს შეეძლოთ უბრალოდ ეცხოვრათ და ეკვებათ. ეს არის გაუგონარი მტრული ნაბიჯი ომის პირობებში, ეს არის მტრული ნაბიჯი და პრორუსული ნაბიჯი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ამასთანავე, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის რაიმეს მოთხოვნას, მე მქონდა არაერთი კომუნიკაცია და სამწუხაროდ, რესურსი ხელისუფლების მხრიდან რაიმეს გაკეთების ამოწეულია, თუ ეს ასე არ არის მათ შეუძლიათ ახლავე იმოქმედონ. ამიტომ მე მოვუწოდებთ საზოგადოებას, ბიზნესებს და ხალხს, რომლებსაც შეუძლიათ სირცხვილი მოწმინდონ ჩვენ ქვეყანას - გვერდში დავუდგეთ ქუჩაში დარჩენილ უკრაინელებს. დაახლოებით 1000 ადამიანი დარჩენილი დღეს საქართველოში, დანარჩენი ჩვენ უბრალოდ განვდევნეთ. დღის ბოლოს კი, გვექნება სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი დარჩა სახლის გარეშე, ", - თქვა ელენე ხოშტარიამ. ცნობისთვის, თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)