00:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 15:12:47, 1837 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი, ომარ ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

შუახევის მერი, ომარ ტაკიძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა, ომარ ტაკიძემ, პირველ მოადგილესთან, მირიან აბაშიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად,  მთა ჩირუხში გამართა.

საზაფხულო იალაღზე შუბნის, ოლადაურის, უჩამბისა და დღვანის თემის, სეზონურად მცხოვრებ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები გააცნო  და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში,  ჩირუხის ცენტრის კეთილმოწყობის  სამუშაოები დაათვალიერა. 

პროექტით გათვალისწინებულია  სცენის, დამხმარე შენობის, ფანჩატურის მშენებლობა. დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა სპორტული მოედანი, სველი წერტილები. მიმდებარე ტერიტორია შემოისაზღვრება ლითონის კონსტრუქციით.

მიმდინარე წელს დაგეგმილია ახალი შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობა და სასმელი წყლის პროექტირება.

შუახევის მერის ინიციატივითა და ჩართულობით,   ჩირუხში დაიდგა კომპანია „მაგთის“ ანძა, რომელიც  სრულად უზრუნველყოფს საზაფხულო იალაღებზე  საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics