20:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-26 17:17:40, 1676 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთს უკრაინის „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ აღიარება სურს

რუსულმა პარტიამ „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის სავარაუდო „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ აღიარებას სთავაზობს,- ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დოკუმენტი განსაზღვრავს სახელმწიფოების ტერორისტად და ტერორიზმის დამფინანსებლად აღიარების პროცედურას. 

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა ვითომდა „ტერორისტულ სახელმწიფოებს“ ეკუთვნის.

გარდა ამისა, რუსეთმა შესაძლოა ტერორიზმის სპონსორად აღიაროს ის ქვეყანა, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. ასევე შემოთავაზებულია რუსეთში ასეთი ქვეყნების მოქალაქეების ქონების კონფისკაცია.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა მოითხოვა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ეღიარებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონგრესი თავად მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას.

ამას დაჟინებით მოითხოვს ასევე უკრაინული მხარეც, კერძოდ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ზელენსკის თქმით, რუსეთისთვის ასეთი სტატუსი სარაკეტო დარტყმაზე პასუხი უნდა იყოს. ამასთან, ტერორიზმის სპონსორის სტატუსი დამატებით მკაცრ სანქციებს იწვევს.

აღსანიშნავია ასევე, რომ დღეისათვის შეერთებულმა შტატებმა აღნიშნული სტატუსი მხოლოდ ოთხ ქვეყანას - კუბას, სირიას, ირანს და ჩრდილოეთ კორეას მიანიჭა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics