|
2022-07-23 10:29:21, 1136 ნახვა
პოლიტიკა
არბოს სატუმბი სადგური სრული დატვირთვით მუშაობს
საქართველოს მელიორაციამ გორის მუნიციპალიტეტში, მექანიკური სარწყავი სისტემის ავარიული სამუშაოები დაასრულა. არბოს სატუმბი სადგური სრული დატვირთვით მუშაობს და სოფელ არბოს, ქორდისა და დიცის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებს სარწყავი წყალი სტაბილურად მიეწოდება. ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლამ სოფელ დიცში, ბოლო უბანზე, სარწყავი წყლის მიწოდება შეაფერხა. ამ დროისთვის შეფერხება სრულად აღმოფხვრილია. ამასთან, მომავალი წლის სარწყავი სეზონისთვის, სატუმბ სადგურზე ტუმბო აგრეგატების დამატებით გაძლიერება და დამოუკიდებელი ხაზის მოწყობაა დაგეგმილი, რაც წყლის მიწოდებასა და რეგულარულად მორწყვას გააუმჯობესებს. შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდასა და ფერმერების სტაბილურად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)