|
2022-07-22 19:01:09, 1136 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ახლა სალომე ზურაბიშვილი ნახევრად თავისუფალი მონაა ?
არ ითვლებოდა დამოუკიდებელ პრეზიდენტად. მთელი ამ ხნის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი მონა, ერთ-ერთი ადამიანისა როგორც ჩვენ გვაცხადებენ ყველას ხომ. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილა განაცხადა. მისივე თქმით, დღეს როგორ არის ახლა ნახევრად თავისუფალი მონაა ზურაბიშვილი? "არ ითვლებოდა დამოუკიდებელ პრეზიდენტად. მთელი ამ ხნის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი მონა, ერთ-ერთი ადამიანისა როგორც ჩვენ გვაცხადებენ ყველას ხომ? დღეს როგორ არის ეხლა ნახევრად თავისუფალი მონაა? ამ იარლიყებს ესე ადვილად ადამიანებს ნუ ავკიდებთ. იმ 3 ადამიანს ისეთივე თავისი დამოუკიდებელი აზრი გააჩნია, როგორი დამოუკიდებელი აზრიც გააჩნია მათ შორის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ის თვითონ იყო რუსეთის გამპრავებელის იარლიყით აკიდებული ამ ოპოზიციის რადიკალური... ჩვენი პარტიის ხელშეწყობით იყო ზურაბიშვილი, დეპუტატიც მასე გახდა და პრეზიდენტიც მასე გახდა. პრეზიდენტის მოვალეობა არ არის მთავრობის კრიტიკა ეს მან უნდა გაიგოს და ეს არ არის მისი კონსტიტუციური უფლება და მთავრობა ახორციელებს საგარეო პოლიტიკას ისე, როგორც მას მიაჩნია, რომ ეს არის სწორი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)