|
2022-07-22 15:49:11, 1009 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - პარტნიორებზე თავდასხმა არის მოგონილი თემა, სამწუხაროა, რომ განცხადებების ექსპლუატაცია ხდება
პარტნიორებზე თავდასხმა არის მოგონილი თემა, სამწუხაროა, რომ განცხადებების ექსპლუატაცია ხდება. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია, რადგან დასავლურ, დემოკრატიულ სამყაროში არაა უცხო კონკრეტულ განცხადებებზე ასეთი პოლემიკა. "დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა არის მოგონილი თემა, სამწუხაროა, რომ განცხადებების ექსპლუატაცია ხდება ამ რიგად. სპეკულაციას დავარქმევდი ამას, რადგან დასავლურ, დემოკრატიულ სამყაროში არაა უცხო კონკრეტულ განცხადებებზე ასეთი პოლემიკა, თუნდაც მწვავე ფორმატში. როგორც ვხედავ, ევროკავშირში ინფრომაცია, რომელიც ევროსტრუქტურიდან მიდიოდა არ წარმოადგენს იმ რეალობის აღწერას, რომელიც საქართველოშია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)