23:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 21:40:56, 1691 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლენა ზელენსკა - აშშ-ს ვთხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს

აშშ-ს ვთხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს. - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ აშშ-ს კონგრესში სიტყვით მიმართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება.

"მე ახლა ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასოდეს მენდომებოდა. მე ვითხოვ იარაღს. იარაღს, რომელიც არ იქნება გამოყენებული სხვის მიწაზე ომისთვის, არამედ საკუთარი სახლისა და იმ უფლების დასაცავად, რომ ამავე სახლში ცოცხალმა გაიღვიძო.  მე გთხოვთ საჰაერო დაცვის სისტემებს, რათა რაკეტებმა არ დახოცონ ბავშვები ეტლებში. მაშინ, როცა რუსეთი კლავს, ამერიკა გვიცავს და თქვენ ეს უნდა იცოდეთ. ჩვენ ამისთვის მადლობას გიხდი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics