00:04 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 13:23:56, 1160 ნახვა

რეგიონი
შუახევის ბიუჯეტი გაიზარდა და 17 724 000 ლარს შეადგენს

დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე უძღვებოდა.

სხდომას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე და  შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკრებულოს წევრებმა, განიხილეს და მხარი დაუჭირეს დადგენილების პროექტს, რომლის თანახმადაც შუახევის მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა.

შუახევის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 500 000 ლარით გაიზარდა და 17 724 000ლარს შეადგენს. ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია აჭარის კაპიტალური ტრანსფერის ზრდით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის.

გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, დაგეგმილია შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სამთო იალაღებზე შიდა და გარე ელექტროსისტემების მოწყობა, სარწყავი არხების, არსებული მოსაცდელების, ფანჩატურებისა და მემორიალების რეაბილიტაცია, ხაბელაშვილები-ხიჭაურის წყალსადენის მშენებლობა, ტურისტული საპიკნიკე ადგილების მოწყობა, დაბაში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასევე, მიმდინარე წელს დაიწყება სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა.

შიდა ცვლილებები განხორციელდა მუნიციპალიტეტში მოქმედ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, რომლის თანახმადაც გაიზარდა დაფინანსება დიალეზის პროგრამისა და სპეციფიკური სამკურნალო კვების პროდუქტების შეძენის ფინანსური დახმარების მიზნობრივ პროგრამებზე.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics