03:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 18:36:44, 1433 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ „ოცნების“დეპუტატებსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ, 30 ივნისს, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.  

უწყების ცნობით, გამოძიება ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო.

"მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პროკურატურა აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებთან არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრის მიზნით, მათ შორის - მოცემული ინციდენტის შესასწავლად აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით. 

მიმდინარე წლის 15 ივლისს, პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა, რომელშიც მათი მხრიდან გამოხატულია მზაობა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე, 30 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიმართულებით საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან.

ხსენებული ნოტის მიღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც აქტიურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. 

გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ამავდროულად, მზადყოფნას გამოვთქვამთ სრულად ვითანამშრომლოთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან 30 ივნისს, მათ ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში",- წერია პროკურატურის განცხადებაში. 

ცნობისთვის, "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით,  ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწი, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics