07:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-15 15:07:40, 1246 ნახვა

ეკონომიკა
"თიბისი" Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია

"თიბისი" Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია. ყოველწლიური ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში,  15, 16, 17, და 22, 23, 24 ივლისს, პარასკევი, შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება. 

ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური, 15 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.  16 ივლისს, დასკვნით კონცერტს GAGA FRANI გამართავს, 17 ივლისს კი - ჯგუფი REGGAEON. 22 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს, წელს, პირველად Art-გენი  სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. 24 ივლისს, ფესტივალის თბილისის ტურს,  „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

ფესტივალზე, დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები.

არტ-გენი 2022-ის რეგიონული ტურნე,  9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.

"თიბისი" მხარს უჭერს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას და ყოველთვის დგას ისეთი პროექტების, ფესტივალების გვერდით, რომლებიც ამ მიზანს ემსახურებიან. Art-გენი კარგი შესაძლებლობაა ხელოვანებისთვის საკუთარი თავის გამოსახატად, მაყურებლისთვის კი-კულტურის გასაცნობად.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics