|
2022-07-14 14:19:57, 849 ნახვა
მსოფლიო
სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა - სენატი შავი ზღვის რეგიონზე კანონპროექტს განიხილავს
აშშ-ის სენატში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, პრიორიტეტად გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონში არსებული ეკონომიკური კავშირები, დემოკრატიის განმტკიცება და სამხედრო დახმარება. კანონპროექტის ინიციატორები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი სენატორი მიტ რომნი არიან. " შავი ზღვა პუტინისთვის უკრაინის ომის ფონმზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინის პორტებზე კონტროლოს დაკატგვამ გლობალურ სასურსათო კრიზისამდე მიგვიყვანა. საჭიროა მოქმედების გაზლიერება. სწორედ ამიტომ სენატორ მიტ ეიმნისთან ერთად კანონპროექტი მოვამხადეთ,"- წერს შაჰინი. კანონპროექტის მიხედვით, შავი ზღვის რეგიონი კონფლიქტის ზონად რჩება და მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კანონპროექტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)