|
2022-07-12 14:46:57, 1204 ნახვა
პოლიტიკა
მეუფე იაკობი - ბიძინამ რაც გააკეთა, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ
არც გალერია ჩემთვის ავტორიტეტი, ვინ არის გალერი? მერე რა, რომ ევროპარლამენტარია, საქართველოში რა გაუკეთებია? - ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ევროპარლამენტარი მაიკ გალერის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, ის, რაც ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილს გაუკეთებია, გააკეთოს სააკაშვილმა, კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. "არც გალერია ჩემთვის ავტორიტეტი, ვინ არის გალერი? მერე რა, რომ ევროპარლამენტარია, საქართველოში რა გაუკეთებია? ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენი ტელევიზიის რომელიმე იმან, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ. ვინ არის გალერი? თქვენ გგონიათ ევროპაში რომ ჩავიდე ენას წავუჩლიქავ მაგას? თავის თავს მიხედოს გალერიმ. ჩვენ გვინდა ევროპისკენ იმიტომ რომ სამართლიანი უნდა იყოს ევროპა, ჩვენ მოგვექცნენ ძალიან უსამართლოდ და ბოდიში აქვთ მოსახდელი გალერს და ყველას", - თქვა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერიმ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა, რომ “თუ ივანიშვილი თავს თვლის პატრიოტად და უყვარს საკუთარი ქვეყანა, ის მართლა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და ქვეყნიდან”.
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)