|
2022-07-12 10:15:51, 926 ნახვა
მსოფლიო
იაპონია და გერმანია შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს აზიისა და აფრიკის ქვეყნებში
იაპონიამ მოუწოდა თანამოაზრეებს გაერთიანდნენ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ, რადგან მოსკოვი ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. ამის შესახებ იაპონური გამოცემა Kyodo იტყობინება . ორშაბათს, 11 ივლისს, იაპონიის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ერთობლივ მუშაობაზე. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოშიმასი ჰაიაშის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებას, რომელსაც უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ემუქრება. იაპონია და გერმანია ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელი შეუწყონ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. მან აღნიშნა, რომ უკრაინა სხვადასხვა ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობს. უკრაინული აგრარული ბიზნესის კლუბის ინფორმაციით, ივნისში უკრაინამ ალტერნატიული გზებით 2,7 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაიტანა, რაც მაისის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია. აგროინდუსტრიული კომპლექსის მინისტრის მიკოლა სოლსკის განცხადებით, უკრაინას 18 მილიონი ტონა ძველი მოსავლის გატანა სჭირდება. ახალი მოსავლიდან კიდევ 60 მილიონი ტონაა მოსალოდნელი. 20 მილიონი ტონა შიდა მოხმარებაზე იქნება მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ 58 მილიონი ტონა მოსავლის ექსპორტი სჭირდება.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)