|
2022-07-11 19:41:48, 666 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - ფაქტების ფეხქვეშ გათელვა იქნება, თუ ვინმე იტყვის, რომ მართლმსაჯულებამ 2013 წლიდან ძალიან დიდი პროგრესი არ განიცადა
ეს იქნება ფაქტების დამახინჯება და ფეხქვეშ გათელვა, თუ ვინმე იმას იტყვის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ 2013 წლიდან დღემდე ძალიან დიდი პროგრესი არ განიცადა. - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "იმედთან". მისივე თქმით, არსებობს გამოწვევები, რომელიც გადალახვადია. "ეს იქნება ფაქტების დამახინჯება და ფეხქვეშ გათელვა, თუ ვინმე იმას იტყვის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ 2013 წლიდან დღემდე ძალიან დიდი პროგრესი არ განიცადა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები და როდესაც გამოწვევებზეა საუბარი, ჩვენ ამ დოკუმენტში დაფიქსირებული გვაქვს გამოწვევები. ეს არის: საპროცესო ვადების დაცვა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა სწრაფი მართლმსაჯულება მიიღონ; სასამართლოს გადატვირთულობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება - ეს არის საკითხები, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატუსისთვის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება მოუწევს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია და სასამართლოს რეფორმირება და მისი გავლენებისგან განთავისუფლება.
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)