12:50 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-10 17:20:02, 1658 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი დეგნანზე - უფრო მისაღებია, თუ კითხვებზე იქნება ობიექტური და სამართლიანი პასუხები გაცემული

უფრო მარტივი და მისაღები იქნება, თუ მათ მიერ დასმულ კითხვებზე იქნება ძალიან ობიექტური და სამართლიანი პასუხები გაცემული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ დასავლელი პარტნიორები გაემიჯნებიან "რევოლუციურ სცენარებს", რომლებიც, შეიძლება, "ოპოზიციის თუ მათი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან ისმოდეს". 

"უფრო მარტივი და მისაღები იქნება, თუ მათ მიერ დასმულ კითხვებზე იქნება ძალიან ობიექტური და სამართლიანი პასუხები გაცემული. ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იქნებიან, თუ მათი დიპლომატიური წარმომადგენლები, სრულად გაემიჯნებიან და ემიჯნებიან იმ დესტრუქციულ თუ რევოლუციურ სცენარებს, რომლებიც, შეიძლება, ოპოზიციის თუ მათი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან ისმოდეს",- განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, 8 ივლისს "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს წერილი მისწერა და ამერიკა "ომის ჩართვაში" დაადანაშაულა.   დეგნანის თქმით, ყაველაშვილის განცხადება "სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 250 მილიონი დოლარი დაამტკიცა
ზურაბიშვილი: „ქართული ღირებულებების დაცვის“ ორგანიზაციის მიზანი ესკალაციის პროვოცირებაა
TasteAtlas-მა 100 საუკეთესოს რეიტინგში ორი ქართული კერძი შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics