14:47 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 21:01:39, 1290 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი მაკფოლს - ის ვინც სანქციებზე საუბრობს ვალდებულია შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს

ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სანქციებზე ლაპარაკობს, აქვს ვალდებულება, შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს. - განაცხადა რატი იონათამიშვილმა სანქციებთან დაკავშირებით რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციებზე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის მაიკლ მაკფოლდის საპასუხოდ.

მისივე თქმით, თითოეულმა უნდა გაათვითცნობიეროს უნდა, იყოს ჭორაობის მხარეს, თუ სხვა ამოცანები აქვს.

"ნებისმიერ სუბიექტს, რომელიც სანქციებზე ლაპარაკობს, აქვს ვალდებულება, შესაბამისი არგუმენტებიც მოიშველიოს. როცა ამას არ ახდენს, მსგავს აქტორებს ეს საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ. ამიტომ, თითოეულმა უნდა გაათვითცნობიეროს – უნდა, იყოს ჭორაობის მხარეს, თუ სხვა ამოცანები აქვს. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, შესაბამისად, არგუმენტების გარეშე მსგავსი განცხადებები ფასდება, როგორც უპასუხისმგებლო განცხადება". - განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მაკფოლდმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფი იწყებს მსჯელობას პიროვნებების დასანქცირებაზე და განიხილავენ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics