|
2022-07-06 15:45:08, 1143 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ეს ადამიანები, თავისი უბედურების სათავეს ხედავენ ამ კაცში. ქვეყანაში რომ არის მშვიდობა ამასაც აბრალებენ ივანიშვილს
,,ვიღაცებისთვის, პირდაპირ ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის არსებობა, როგორც ასეთი, არის პრობლემა. ანუ, ისინი ამას განიხილავენ პრობლემად და ყველა თავისი უბედურების პრობლემას ხედავენ ამ კაცში,’’ - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა შესაძლებელი ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის რაღაც სინდრომი, რომ ეს ადამიანები, 2012 წლიდან მოყოლებული, ბიძინა ივანაშვილში ხედავენ ყველაფრის სათავეს. ის რომ ქვეყანაში მშვიდობაა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არის, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს. ,,ეს რაღაცა სინდრომია. ანუ, ეს ადამიანები თავისი უბედურების ყველა სათავეს ხედავენ, 2012 წლიდან მოყოლებული, სწორედ ამ კაცში. მათ შორის, ქვეყანაში რომ არის მშვიდობა, როგორც ჩანს, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს. რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ამასაც აბრალებენ ბიძინა ივანიშვილს და ა.შ. ეტყობა, ეს არის რაღაცა მათი ქვეცნობიერი, თუ რაღაცა ცნობიერი პრობლემა, სინდრომი. ეს არის, მათი რიტორიკის შემადგენელი ნაწილი. კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, რომ მათთვის მისი არსებობა არის, როგორც ასეთი, პრობლემა,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)