|
2022-07-04 16:59:58, 1374 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ტყვიის ექსპოზიციის კვლევის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ბათუმში, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ტყვიის ექსპოზიციის კვლევის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლი საქართველოში ღასან ხალილი, ასევე საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აჭარაში 2020 წლიდან ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებში კვლევა უტარდება ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით მოსარგებლე ორსულებს, აგრეთვე ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებს და 8-14 წლის ასაკის მოზარდებს. პროგრამის ფარგლებში წელს სკრინინგი ჩაუტარდება 4500 ქალს და 3800 ბავშვს. მიმდინარე წლის ივლისიდან პროგრამაში ჩართვებიან 7 წლის ასაკიდან ბავშებიც. 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ტყვიის ესქპოზიციის კვლევა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)