|
2022-07-04 16:20:07, 1423 ნახვა
ომი უკრაინაში
ზმეინის კუნძულზე უკრაინის დროშა აღიმართა
შავ ზღვაში მდებარე ზმეინის კუნძულზე უკრაინის დროშა აღიმართა. სამხედროების ცნობით, რუსული ძალები სტრატეგიული წერტილიდან კვირას გავიდნენ. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის გასვლამ კუნძულიდან უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე შეიძლება შეამსუბუქოს მისი ბლოკადა უკრაინის პორტებზე. "სამხედრო ოპერაცია დასრულდა და... ტერიტორია დაუბრუნდა უკრაინის იურისდიქციას", - განაცხადა პრესკონფერენციაზე უკრაინის სამხრეთ სამხედრო სარდლობის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა. როიტერსი დიპლომარიურს კორპუსზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანზიტის დასაშვებად. „ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობები (სამხედრო გემები, საზღვაო თავდაცვის სისტემები და საჰაერო უპირატესობა), რაც მათ საშუალებას მისცემს შეაჩერონ გემების გადაადგილება“, - თქვა დიპლომატმა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)