16:37 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 13:03:17, 1083 ნახვა

პოლიტიკა
თანასწორობის მოძრაობა ხელისუფლებას - არ დაუშვათ 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზებული ძალადობის გამეორება

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზებული ძალადობის გამეორება. - განაცხადეს თანასწორობის მოძრაობაში.

მათივე თქმით, სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში პუტინისტურ მოძალადე ჯგუფებს საშუალება ეძლევათ ღიად და დაუფარავად შეუშალონ ხელი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოში პუტინისტურ მოძალადე ჯგუფებს საშუალება ეძლევათ ღიად და დაუფარავად შეუშალონ ხელი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, საჯაროდ იძალადონ ადამიანებზე და შებღალონ პოლიტიკური მნიშვნელობის სიმბოლოები.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ დაუშვას 2021 წლის 5 ივლისის ორგანიზებული ძალადობის გამეორება.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაატაროს პრევენციული და რეაგირების ღონისძიებები, დაიცვას ლგბტქი ადამიანების და მოქალაქეების უსაფრთხოება.

მოხარული ვართ, რომ Tbilisi Pride-ის კვირეული წარმატებით ჩატარდა და იმედს გამოვთქვათ, რომ დღევანდელი ღონისძიებაც უსაფრთხოდ ჩაივლის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ივლისს პოლიციამ ალტ-ინფოს აქციაზე 17 რუსეთუმე და მოძალადე დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics