|
2022-07-02 14:25:37, 1241 ნახვა
საზოგადოება
თამარ იოსელიანი: უახლოეს მომავალში საქართველო დაასრულებს საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაციის პროცედურებს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს მეზღვაურთა სოციალური დაცვის გარანტიებს და დაიცავს მათი შრომის უფლებებს
ბათუმში მეზღვაურის დღე საზეიმოდ აღინიშნა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს და საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები დააჯილდოვეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა და ქ. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა. „ჩვენ, როგორც საზღვაო ტრანსპორტის დარგის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული ვალდებულებები გვეკისრება, ხელი შევუწყოთ მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობას და ამ თვალსაზრისით, შევამსუბუქოთ ნებისმიერი კრიზისული სიტუაციის გავლენა, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში. ქართველი მეზღვაურები საკუთარი პროფესიონალიზმით, უდრეკი ხასიათით, სწორედ ამ მიზანს ემსახურებით", - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება მეზღვაურთა პრობლემებს, წუხილს და ნებისმიერ დროს მზად არის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სრული და მაღალ პროფესიონალური დახმარება გაუწიოს მათ თამარ იოსელიანის განცხადებით, საერთაშორისო საზღვაო სივრცეში საგრძნობლად გაზრდილია ქართველ მეზღვაურების მიმართ ნდობა და შესაბამისად მათზე მოთხოვნაც, რაც აისახება კიდეც დასაქმების მაჩვენებლებში. „სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ხელს მოვაწერთ მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს კანადასთან და კატართან, რაც სახელმწიფოთა რიცხვს, რომელიც თქვენს სამუშაო დიპლომებს აღიარებს, გაზრდის 64-მდე. ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ რეფორმებს საზღვაო დარგში - უახლოეს მომავალში საქართველო დაასრულებს საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიკაციის პროცედურებს, რაც კიდევ უფრო აამაღლებს თქვენი სოციალური დაცვის გარანტიებს და დაიცავს თქვენი შრომის უფლებებს", - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)