|
2022-07-02 11:19:03, 1192 ნახვა
საზოგადოება
შსს-მ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის - ლელა ბაქრაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის ფარგლებში განახორციელა. „დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდნენ კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები, რომელთაც შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ. კამპანია "ნუ წაართმევ ბავშვობას" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრის, ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზნით განხორციელდა. საინფორმაციო კამპანია 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან, ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან ერთად, თემატური შეხვედრები გამართეს საქართველოს შვიდ რეგიონში. კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ვიდეო რგოლები, გამოცხადდა ნახატების კონკურსი, ასევე, დამზადდა ბრენდირებული საჩუქრები, რომლებიც შეხვედრების მონაწილეებს და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს დაურიგდათ. კამპანიის მიმდინარეობისას, ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულებთან დაკავშირებით პოლიციისათვის შეტყობინების გზების შესახებ მოსახლეობის მასობრივი ინფორმირება განხორციელდა SMS სისტემის გამოყენებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ განახორციელა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“- ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)