|
2022-07-02 10:35:53, 1593 ნახვა
ომი უკრაინაში
კირილენკო - ოკუპანტებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს, დაშავდა 5 ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ბახმუტი დაბომბეს, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის მათ შორის 11 წლის ბავშვი,- ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პავლო კირილენკო ავრცელებს. კირილენკოს თქმით, დამპყრობლებმა ქალაქი დილის საათებში დაბომბეს. „რუსებმა ქალაქ ბახმუტს ქვემეხებით ესროდნენ, დღის მეორე ნახევარში კი საჰაერო დარტყმა განახორციელეს“,- წერს კირილენკო. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ. ამასთან, დამპყრობლები აგრძელებენ ლუგანსკის რეგიონში შტურმის მცდელობას. მასიური დაბომბვის შედეგად ლისიჩანსკიდან მშვიდობიანი მოქალაქეების საავადმყოფოებში გადაყვანა გრძელდება. 29 ივნისს რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქის დასახლებები დაბომბეს. დაბომბვის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)