|
2022-07-01 12:26:12, 961 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ კიბერუსაფრთხოების შესახებ ფორუმს უმასპინძლა
ჟურნალ The Economist-ის წლიური გამოცემის და კომპანია „სპექტრის“ ორგანიზებითა და „თიბისის“ მხარდაჭერით 30 ივნისს, „თიბისი კონცეფტის“ სივრცეში გაიმართა ფორუმი „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“. „თიბისის“ ინფორმაციით, ფორუმის მიზანი კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებს შორის საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლება და ინდუსტრიული ტრენდების და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა იყო; ასევე, 2021 წელს ძალაში შესული „კანონის ინფორმაციული უსაფრთხოების“ განხილვა. „დარგის ექსპერტებმა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ბიზნეს სექტორში გადაწყვეტილების მიმღებებთან კიბერუსაფრთხოების სფეროს ირგვლივ არსებული აქტუალური საკითხების, ტრენდების, ახალი საფრთხეების, შესაძლებლობების და პრობლემის მოგვარების გადაჭრის გზების შესახებ დისკუსია გამართეს. პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე გაიმართა - როგორ უწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების ტრენდები შემოსავლების ზრდას და რისკების მინიმიზებას; ბიზნესუწყვეტობის ჩავარდნის გამო მიღებული ფინანსური და რეპუტაციული ზარალი, როგორია ადგილობრივი და მსოფლიო პრაქტიკა, რა არის კიბერუსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევები. ფორუმის დასაწყისში "თიბისის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მოწვეულ სტუმრებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა გააცნო და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე უკრაინის ომის გავლენაზე ისაუბრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)