|
2022-07-01 11:02:33, 897 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია გახსნა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია გახსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტების მდგრადი და ეფექტიანი სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება, რისთვისაც დასავლელ პარტნიორებს მადლობა გადაუხდა. სოციალური დაცვის სისტემების რეფორმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივით დაიწყო. მისი მიზანი სოციალური პოლიტიკის განვითარება და სოციალურ დახმარებაზე წვდომის გაუმჯობესებაა. რეფორმის მიმდინარე საკითხები და სამომავლო სტრატეგია კონფერენციის მონაწილეებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ გააცნო. კონფერენციაზე სოციალური დაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომლის იმპლემენტაციაშიც საქართველოს ევროპელი პარტნიორები აქტიურად ეხმარებიან. პროექტი „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ „Expertise France“-ის (AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)