|
2022-06-29 17:09:47, 862 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონსა და ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, გაერთანებული სამეფოს პრემიერს, ბორის ჯონსონსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. მთავრობის მეთარუმა ორივე ქვეყნის ლიდერს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შევხვდი. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც ურყევ მხარდაჭერას მოიცავს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ისტორიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ. შეხვედრისას განვიხილეთ არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის გაღრმავებას",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი მათვის ხელსაყრელ დროს საქართველოში დაპატიჟა. .
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)