|
2022-06-29 16:07:21, 951 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 70 სტუდენტი გერმანიაში გაემგზავრა. სტუდენტები 3 თვის განმავლობაში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას ტურიზმის სფეროში. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და პროგრამის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ,, მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები თეორიულ ცოდნასთან ერთად, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს საზღვარგარეთ, რაც მათ მომავალში წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს. დღეს, როგორც მთავრობის, ისე ყველა მოქალაქის მთავარი ამოცანაა გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზას ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად აუცილებლად წარმატებით გავივლით" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებთან შეხვედრისას.
საერთაშორისო პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება. 2013 წლიდან საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში ბსუ-ს 700 -ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, 2022 წელს, ბათუმის საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სტუდენტთა დახმარების და სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლის პროგრამებით 2018-2022 წლებში სწავლა დაუფინანსდა 5000 ზე მეტ სტუდენტს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)