19:26 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 21:00:58, 934 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარმა, ხუნდაძემ და ყაველაშვილმა ,,ქართული ოცნება" დატოვეს

სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას" ტოვებენ. - ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით,  ამის მიზეზი გახდა წევრებს შორის უთანხმოება, რომელიც შეეხებოდა  პოლიტიკურ თემებზე საზოგადოების არასაკმარისად ინფორმირებას.

"ამის მიზეზი ძალიან მოკლედ, რომ გითხრათ გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რაზეც წინა დღის განმავლობაშიც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს მათი აზრით.
მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. მათ გადაწყვიტეს, რომ ამისათვის სჭრდებათ თავისუფალი პოლიტიკური მანდატი". - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 18:00 საათზე  “ქართული ოცნება” - ის ცენტრალურ იფისში საგანგებო სხდომა მიმდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics