|
2022-06-28 11:37:25, 963 ნახვა
საზოგადოება
ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, თბილისში ავტობუსის დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში ავტობუსის დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც თბილისის მერი განმარტავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. „ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებისა და დასაქმებული პერსონალის შეუფერხებლად, დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით გამოცდის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება საგამოცდო ცენტრების მიმართულებით. N39-ე, 173-ე, 177-ე, 191-ე, 175-ე საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან. ხოლო, 117-ე საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილებას შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. 103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი 10 აგვისტომდე იმოძრავებს“,- განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)