|
2022-06-28 10:28:53, 692 ნახვა
საზოგადოება
თამილა ბარკალაია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლებს შეხვდა. უწყების ცნობით, თამილა ბარკალაიამ, სტუმრებს, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის უფლებების დაცვის მიმართულებით, ქვეყანაში, მიმდინარე რეფორმებზე მიაწოდა ინფორმაცია. ასევე გააცნო ამ სფეროში დაგეგმილი ცვლილებები. შეხვედრაზე, მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. როგორც თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე თუ დაგეგმილ ცვლილებების ეფექტურად განსახორციელებლად, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესებში ILO-ს მხარდაჭერა და მისი ექსპერტების ჩართულობა. შეხვედრას ესწრებოდნენ ILO-ს სპეციალისტი შრომის ინსპექციისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში ანტონიო სანტოსი, ორგანიზაციის საქართველოს ოფისის უფროსი ტექნიკური მრჩეველი კატალინ ტაცუ და პროექტის ოფიცერი ეკატერინე ქარჩხაძე. ასევე - სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი ლიკა კლიმიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)