|
2022-06-27 15:23:30, 997 ნახვა
საზოგადოება
გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში 2022
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ჩემპიონატი „გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში 2022“ გაიმართა. ტურნირი ფიბა-ს სტანდარტების დაცვით ჩატარდა. ჩემპიონატში, რომელიც ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით გაგრძელდა, 12 გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: I ადგილი - Scooby, II ადგილი - „ს.მ.ნ“, III ადგილი - easy money snipers. ჩემპიონატს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო, რომელმაც გამარჯვებულებს მედლები, თასები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. ტურნირის ფარგლებში, დამატებით ორი მინი კონკურსიც ჩატარდა. ნომინაციაში - „საუკეთესო ჩატენვა“ გამარჯვებული ლევან შეროზია გახდა, ხოლო „საუკეთესო მსროლელის“ ტიტული კაკი ლომოურმა მოიპოვა. ტურნირის „ყველაზე ღირებულ მოთამაშედ“ ლუკა კალატოზიშვილი დასახელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)