|
2022-06-27 14:07:51, 1155 ნახვა
საზოგადოება
„ალტ-ინფოს“ ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს
ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურაბ მახარაძე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მიზეზი, სავარაუდოდ, მათი მხრიდან თბილისი პრაიდის მისამართით მუქარაა. მოძალადეების თქმით, იმის მიუხედავად, რომ წელს პრაიდის კვირეული ღირსების მარშის გარეშე ჩაივლის, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას არც დახურულ სივრცეში დაუშვებენ. ამასთან, ცოტახსნის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება. თავად თბილისი პრაიდის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს და 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები დააკავოს, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები. შეგახსენებთ, რომ კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება:
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)