|
2022-06-27 13:48:00, 1645 ნახვა
საზოგადოება
თბილისი პრაიდი - უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს
უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს,- ასე გამოეხმაურა თბილისი პრაიდი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ისინი მიირებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას პრაიდის ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება. თბილისი პრაიდის განცხადებით, ასევე უმნიშვნელოვანესია, შშს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას. „უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს!. უმნიშვნელოვანესია, შშს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები“,- აღნიშნულია თბილისი პრაიდის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ცოტახსნის წინ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)