|
2022-06-26 15:16:52, 1088 ნახვა
საზოგადოება
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე JICA-ს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ჰიროიუკი მორს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა მიწის სააგენტოს წინაშე მდგარი ის ამოცანები განიხილეს, რომელიც უწყებას მოკლე და გრძელვადიან პერიოდში აქვს განსახორციელებელი. ხაზი გაესვა სააგენტოს შესაძლებლობების განვითარების საკითხებში JICA-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას. გიორგი მიშელაძემ ყურადღება სააგენტოს მთავარ ფუნქციებზე, მიწის ბალანსის შედგენისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნაზე, მიწათსარგებლობის მონიტორინგზე გაამახვილა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სატელიტური მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რასაც შესაბამისი სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა და კვალიფიციური კადრები სჭირდება. მხარეებმა წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს, პირველ რიგში, კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით. შეხვედრას JICA-ს პროექტების ფორმულირების მრჩეველი იშიი ჰოძუმი და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ზაქაიძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)