|
2022-06-26 13:18:25, 1337 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსული მედია - სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა. მინისტრი უკრაინაში რუსულ სამხედრო ბაზას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, შოიგუმ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამხედრო მოქმედებების საკითხებს და საყოფაცხოვრებო პირობებს სამხედრო მოსამსახურეების დროებითი განლაგების პუნქტებში. „რუსული ჯგუფების სამეთაურო პუნქტებზე არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ მოისმინა მეთაურებისგან მოხსენებები რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმდინარე სიტუაციისა და მოქმედებების შესახებ მთავარ ოპერატიულ რაიონებში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრმა ასევე გადასცა რუსეთის ფედერაციის გმირის ოქროს ვარსკვლავის მედლები და მამაცობის ორდენი მებრძოლებს, რომლებმაც „გმირობა და თავგანწირვა გამოიჩინეს საბრძოლო დავალების შესრულებისას“.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)