20:18 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 16:23:24, 906 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე ოცნებას - იმაზე იფიქრეთ თუ როგორ მოინანიოთ ის ცოდვები,რაც თქვენმა მონურმა ქცევამ დამართა საქართველოს

იმ მთავრობას,რომელიც დღეს არსებობს, აჯობებენ  არა თუ მხოლოდ  ის ცნობადი სახეები,რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ აქციებს,არამედ ქუჩაში შემთხვევითი გამვლელებიც . - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ იმაზე უნდა იფიქროს თუ როგორ მოინანიოს ის ცოდვები,რაც მათმა მონურმა ქცევამ დამართა საქართველოს. 

"დილიდან ოცნება აფაფხურდა.გამოყარა თავისი ტროლები და ვითომ ოპოზიციონერები,რომლებიც, თურმე ,,ძალიან ღელავენ" საქართველოს მომავალზე თუ ვინ იქნება და როგორ შეირჩევა ეროვნული დროებითი მთაბრობა. მათ გასაგონად ვამბობ,რომ იმ მთავრობას,რომელიც დღეს არსებობს, აჯობებენ  არა თუ მხოლოდ  ის ცნობადი სახეები,რომლებიც ხელმძღვანელობენ ამ აქციებს,არამედ ქუჩაში შემთხვევითი გამლელებიც, რომლებიც მეტი პატრიოტიზმითა და მეტი პადუხისმგებლობით მოეკიდებიან საქართველოს მომავალს. ასე,რომ ამაზე ნუ ,,ღელავთ." იმაზე იფიქრეთ თუ როგორ მოინანიოთ ის ცოდვები,რაც თქვენმა მონურმა ქცევამ დამართა საქართველოს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ უნდა გადადგეს ღარიბაშვილი და მისივე მთავრობა, მათ ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირიანი ვადა მისცეს, ასევე ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
ექიმები ელენე ხოშტარიას დიაგნოზსა და მკურნალობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics