20:18 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 14:57:00, 1034 ნახვა

პოლიტიკა
ჯონსონი - თუ უკრაინის მიტოვება სიტუაციის გართულების, ან ფინანსური ხარჯების გამო მომიწევს ჩავთვლი, რომ დავმარცხდი და გადავდგები

თუ უკრაინის მიტოვება სიტუაციის გართულების, ან ფინანსური ხარჯების გამო მომიწევს ჩავთვლი, რომ დავმარცხდი და გადავდგები. - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, ამგვარ ვითარებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

"უკრაინის მიტოვება იმის გამო რომ მომიხდეს, რომ სიტუაცია გართულდა, ან ინფლაციისა და ეკონომიკური ზიანის გათვალისწინებით, მე ჩავთვლიდი, რომ ძალიან მნიშვნელოვან დავაში დავმარცხდი და წავიდოდი. თუმცა, ამგვარ ვითარებას ვერ ვხედავ". - განაცხადა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
ექიმები ელენე ხოშტარიას დიაგნოზსა და მკურნალობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics