|
2022-06-25 11:00:05, 1117 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა
ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. მათი მომართვიანობის საფუძველზე კი, რამდენიმე მისამართზე ლიფტები განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტები ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N1ა და N1ბ-ს და ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის N11-ში რეაბილიტირდა. მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას, გამოიცვალა როგორც ლიფტების მექანიკური ნაწილები, ისე კაბინები და სხვა დეტალები. ამასთან, განახლებული ლიფტი ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის N11 კორპუსში შშმ პირებზე ადაპტირებულია. „დასრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო. ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით მიმდინარეობს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)