21:10 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 16:01:20, 857 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - კარგი იქნებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს

ვულოცავ ქართველ ხალხს იმ გადაწყვეტილებას, რაც გუშინ ევროპული პერსპექტივის მინიჭების სახით გაჟღერდა, - თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას გამოეხმაურა.

მისი თქმით,  მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს.

„კარგი იქნებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიგვეღო, მაგრამ არაუშავს. არსებობს კონკრეტული მიმართულებები, რასაც განხორციელება სჭირდება და ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. ხელისუფლებამ უკვე მიაღწია იმას, რომ დღეს საქართველო ასოცირებული წევრი ქვეყანაა, ევროპის ქვეყნებში უვიზოდ გადავადგილდებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს - ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად გააკეთა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics