|
2022-06-24 12:01:43, 1071 ნახვა
მსოფლიო
კუბილიუსი - პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან, გეოპოლიტიკურად, ეს არის ომი ევროკავშირთან
პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად, ეს არის ომი ევროკავშირთან,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა. კუბილიუსის თქმით, ეს არის უკრაინის ისტორიული გამარჯვება და პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხი, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაშიც დაშესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოშიც. „უკრაინა არის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი. გუშინ ჩვენ წინასწარ აღვნიშნეთ ეს ევროპარლამენტში. ჩვენ სწორად ვიგრძენით, რომ საბჭო უბრალოდ ვერ გაბედავდა სხვა გადაწყვეტილების მიღებას. უკრაინის ლიდერობა ასევე ცვლის ევროკავშირსაც: მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლებიც 2014 წლიდან წარმოუდგენელი ჩანდა. დღეის მდგომარეობით, პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად, ეს არის ომი ევროკავშირთან. ეს არის უკრაინის ისტორიული გამარჯვება და ეს არის პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხი, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაშიც. შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოშიც“,- განაცხადა კუბილიუსმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)