|
2022-06-24 00:47:36, 1403 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა სტატუსი მალე მივიღოთ
ისტორიული დღეა საქართველოსთვის, მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა სტატუსი მალე მივიღოთ, ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს. „ეს უდაოდ ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ მიანიჭა ევროპული პერსპექტივა საქართველოს. ჩვენ მზად ვართ, ყველა პრიორიტეტის იმპლემენტაციისთვის, რათა კანდიდატობის სტატუსი მალე მივიღოთ. ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას. მადლობა ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტებს“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ბრიუსელში დაწყებული ევროკავშირის სამიტზე უკრაინამ და მოლდოვამ ოფიციალურად მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა, შალე მიშელმა გადაწყვეტილებას "ისტორიული მომენტი" უწოდა. ამგვარად, ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს კიევს და კიშინოვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)