|
2022-06-23 13:54:19, 1036 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის პრეზენტაციას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზის პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი ხანიშვილმა ევროკავშირს და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის აკვაკულტურის განვითარება პრიორიტეტულია. მინისტრის პირველმა მოადგილემ დარგში არსებულ პროგრესზე ვრცლად ისაუბრა. აღინიშნა, რომ ამ კუთხით არაერთი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. საქართველოს პარლამენტმა, 2020 წელს, „აკვაკულტურის შესახებ“ კანონი მიიღო. არაერთი კანონქვემდებარე აქტი გამოიცა. აკვაკულტურის სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს. პარალელურად, ევროკავშირთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნას. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კვლევა აკვაკულტურის დარგის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. კვლევის ჩასატარებლად, ევროკავშირის ექსპერტები საქართველოში იმყოფებოდნენ, მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა, რაც კვლევაში აისახა. ღონისძიებას სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)