|
2022-06-22 12:39:29, 1960 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების ისტორია გლობალური ექსპერტის სტატიაში
გლობალური ლიდერი მომხმარებლის გამოცდილების დარგში შონ ბელდინგი აქვეყნებს სტატიას „თიბისის“ შესახებ. ის აღნიშნავს „თიბისის“ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ზრუნვას მომხმარებლების მიმართ. „ვინ თქვა, რომ ბანკებს არ შეუძლიათ WOW გამოცდილების შექმნა?“ - ამ სათაურის მქონე ბლოგში ავტორი გვიყვება „თიბისის“ გუნდის წევრებისა და მომხმარებლების ისტორიებს, რითაც ხაზს უსვამს ბანკის კულტურას, ყველა სიტუაციაში იზრუნოს მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე, მაშინაც კი, როდესაც საკითხი სცდება საბანკო მომსახურებას. ბელდინგ გრუფმა (The Belding Group) ტერმინის - „„WOW” მომხმარებელთა გამოცდილება“, მკაფიო და რაოდენობრივად განსაზღვრული განმარტება შეიმუშავა. ამ განმარტების მახასიათებლების მეშვეობით მომხმარებელთა გამოცდილება გაზომვადი ცნება გახდა და სხვადასხვა კომპანიებმა მასზე დაყრდნობით იპოვეს მომხმარებელთა გამოცდილების სამიზნე წერტილი. ეს გულისხმობს დამატებით ძალისხმევას კომპანიის მხრიდან, რომელიც ერთი სიტყვით ათქმევინებს “WOW-”ს. სტატიაში სწორედ ის სამი ისტორიაა მოყვანილი, რომლებიც მომხმარებლებს ათქმევინებენ “WOW”-ს. ბელდინგის მიხედვით, „თიბისის“ მომხმარებელთა გამოცდილება იდეალურთანაა მიახლოებული, როგორც ბელდინგ გრუფი უწოდებს, „თიბისი“ არის „customer service unicorn“. გერმანელი ტურისტის, მომხმარებლისთვის გახსნილი ბიზნეს Facebook გვერდისა და შუა გზაზე გაფუჭებული მანქანის საინტერესო ისტორიები, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ორიგინალ სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)