|
2022-06-20 15:37:45, 979 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბათუმში King Solomon Hotel Batumi გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით ბათუმში, პირველი კოშერული სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო King Solomon Batumi 74 ნომრისგან შედგება. ის განთავსებულია 4,940 კვ.მ- ზე და მოიცავს ქაშერ რესტორანს, რომელიც ერთ ერთი უნიკალურია რეგინოში, საერთო ლაუნჯს, ბარს და კერძო პარკინგს. „მოხარული ვართ რომ ბათუმში, პირველი კოშერული სასტუმროს გახსნაში პარტნიორად ისეთი ფინანსური ინსტიტუტი გვიდგას, როგორიც „საქართველოს ბანკია“. ტურიზმის განვითარების კუთხით ბანკის მხრიდან ბევრი პროექტი ხორციელდება, რაც გვაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, განვვითარდეთ და არ გავჩერდეთ. უკვე გვაქვს სამომავლო გეგმები, რომელიც მოიცავს არსებულ სასტუმროში სპა-აუზის დამატებას და ჩვენი სტუმრებისთვის მოგზაურობის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენლმა მალვინა თურაძემ. „საქართველოს ბანკისთვის“ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის მხარდაჭერა უცვლელ პრიორიტეტად რჩება. პანდემიის შემდეგ ეს სფერო უკვე საკმაოდ გააქტიურებულია, გაზრდილია ტურისტების შემოდინების ნაკადიც და დარწმუნებულები ვართ, რომ King Solomon Hotel Batumi არაერთ სტუმარს უმასპინძლებს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების შექმნით მრავალ ტურისტს მოიზიდავს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სექტორის გამოცოცხლებაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ახლადგახსნილ სასტუმროს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა ნათია ღლონტმა, „საქართველოს ბანკის“ აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)