|
2022-06-17 17:40:57, 1310 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - საქართველოს მთავრობის გამო, ქვეყანამ დაკარგა ლიდერობა აღმოსავლეთ ქვეყნებში
საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის გამო, ქვეყანამ დაკარგა ლიდერობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში,- ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. იუკნევიჩიენეს თქმით, ქართველი ერი, ცხოვრების ევოპულ გზას იმსახურებენ. „საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას ველოდი. საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის გამო, ქვეყანამ დაკარგა ლიდერობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. თუმცა, მე მჯერა ქართველი ერის, ისინი ცხოვრების ევოპულ გზას იმსახურებენ“,- წერს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)