|
2022-06-17 10:47:42, 1105 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა სამინისტრო - საბაჟოს მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, „შეწყვიტონ ქვეყნისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის დეზინფორმირება“, საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების თაობაზე. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესის წარმოჩენა ე.წ. შავ ხვრელად არის მიზანმიმართული მცდელობა ქვეყანას და მის რეპუტაციას ზიანი მიადგეს. „ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ეხმაურება სხვადასხვა მედიასაშუალების მორიგ უპასუხისმგებლო და მანიპულაციაზე დაყრდნობილ ინფორმაციასა და გასულ სიუჟეტებს, რომლებიც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას ეხებოდა. ფინანსთა სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ რიგი ტელეკომპანიების მიერ შეგნებულად ხდება სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველო სამაგალითოა სანქციების დაცვის მიმართულებით და ამ პროცესის წარმოჩენა ე. წ. შავ ხვრელად არის მიზანმიმართული მცდელობა ქვეყანას და მის რეპუტაციას მიადგეს ზიანი. ტვირთების კონტროლის პროცედურებზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა მიმდინარე წლის 7 ივნისს გამართულ ვებინარზე და ის ფაქტი, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურმა სანქციების შესაძლო წესის დარღვევის ეჭვით 90-ზე მეტი ოპერაცია შეაჩერა, ადასტურებს სწორედ იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მკაცრად კონტროლდება. საქართველოს მიერ განხორციელებულ თითოეულ ნაბიჯზე, რომელიც ეხება საეჭვო ტვირთების კონტროლს, სრულად არიან ინფორმირებულები ჩვენი პარტნიორები, როგორც აშშ-დან აგრეთვე ევროკავშირის ქვეყნებიდან. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სანქციების დაწესებიდან სამ თვეზე მეტია გასული, საბაჟოს მიერ სანქცირებული პროდუქციის გატარების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშირებით. (იხ. მიმდინარე წლის 3 ივნისის განცხადება: https://www.rs.ge/NewsArchive?newsId=657 ) ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აღნიშნულ მედიასაშუალებებს შეწყვიტონ ქვეყნისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის დეზინფორმირება, მათი შეცდომაში შეყვანის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)